ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულია 150-ზე მეტი პირი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში გამთენიისას, ადგილობრივი დროით 3 საათზე მოხდა.
მატარებლის შემადგენლობიდან 14 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა. კატასტროფის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები.
ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები