თბილისის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

დღეს საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ.
კომისიისა და ფრაქციების წევრების შენიშვნების წარდგენის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნდება.
შესწორებული ვარიანტი კი ათ დეკემბრამდე მზად იქნება.
ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია, მიზეზად სოციალური პროექტების შემცირებას ასახელებს.
სხდომა 12 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები