„ვისურვებდი, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი არჩევნებიდან ასე სწრაფად არ ჩანიშნულიყო“

ვისურვებდი, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი არჩევნებიდან ასე სწრაფად არ ჩანიშნულიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
„მე თვითონ ვისურვებდი, რომ არჩევნებიდან ასე სწრაფად არ ყოფილიყო სასამართლო, რადგან მასთან ბევრი ემოციური დამოკიდებულება და ღელვაა დაკავშირებული. ამიტომ ვისურვებდი, რომ სასამართლოს სხდომა ასე მალე არ ჩანიშნულიყო, მაშინ, როცა ჩვენ ვართ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში, თუმცა, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ნიშნავს სხდომას და იღებს გადაწყვეტილებებს. ეს მთლიანად სასამართლოს უფლებამოსილებაა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები