თურქეთი შესაძლოა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდეს

თურქეთი შესაძლოა ევროკავშირის ნაცვლად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ასამოქმედებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს, შემდეგ კი რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას შეაჩერებს.

„რატომაც არ უნდა შეუერთდეს თურქეთი შანხაის ხუთეულს? ამის შესახებ ვესაუბრე რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს – მათ, ვინც შანხაის ხუთეულში არიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები