ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია, 150-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ვაგონებში ჩარჩენილი მგზავრების ძებნას აგრძელებენ.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია,
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახისა და ახლობლებისთვის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები