სტამბოლში ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

სტამბოლში ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
კანონპროექტი არასრულწლოვანთან ინტიმური კავშირის შემთხვევაში, სასჯელის გაუქმებას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ მოძალადე მასზე იქორწინებს. პროქტის ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანია.
მოწინააღმდეგეების განცხადებით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა დააკანონოს.
კანონპროქტს უპირისპირდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და თურქეთში ცნობილი პიროვნებებიც. საპროტესტო აქცია ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც გაიმართა.
კანონპროქტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ხუთშაბათს მიიღო. მეორე მოსმენა კი უახლოეს დღეებში გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ კანონს დაამტკიცებენ, საპყრობილედან გათავისუფლდებიან ის მამაკაცები, რომლებიც არასრულწლოვანთან კავშირის გამო იხდიდნენ სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები