დონალდ ტრამპი მით რომნის შეხვდა

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის თანაპარტიელსა და ყველაზე დიდ კრიტიკოსს, მით რომნის შეხვდა.
შეხვედრას მომავალი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა. მისი დასრულების შემდეგ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ ტრამპთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციის მისვლას თეთრ სახლში მოუთმენლად ელის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა მით რომნის, შესაძლოა, სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები