ჰოლანდიის სპეცსამსახურები – “ისლამური სახელმწიფო” ევროპაში ახალ ტერაქტებს გეგმავს

ჰოლანდიის სპეცსამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ 80-მდე ტერორისტი იმყოფება და ისინი ახალ შეტევებს ამზადებენ. ამის შესახებ “ასოშიეტედ პრესი” იუწყება.
წყაროს ინფორმაციითვე, ბოლო დროს ტერორისტთა ლიდერები თავის მომხრეებს სირიასა და ერაყში წასვლის ნაცვლად სულ უფრო ხშირად ევროპაში ტერაქტების მოწყობას სთხოვენ.
ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის კოორდინატორმა დიკ სკოოფმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ევროკავშირის 5 ათასამდე მოქალაქეა გაწევრიანებული, ასე რომ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის ჰოლანდიას რეალური საფრთხე ემუქრებათ.
ის, რომ ისლამისტები ევროპასა და აშშ-ში ტერაქტებს ამზადებენ, რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც იუწყებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები