რომის პაპმა 17 ახალი კარდინალი დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ 17 ახალი კარდინალი დანიშნა. მათგან ცამეტი 80 წელზე ახალგაზრდაა და, შესაბამისად, მომავალი პაპის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი კარდინალები 11 ქვეყანას წარმოადგენენ. მათი უმეტესობა აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან არის.
ასევე, პაპმა სამი კარდინალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნა, რომლებიც რომის კათოლიკურ ეკლესიაში რეფორმების მომხრეებად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები