ეგვიპტეში ჟურნალისტთა კავშირის სამ ხელმძღვანელ პირს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის ჟურნალისტთა კავშირის სამ ხელმძღვანელ პირს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაჰია კუალაში და სამეურვეო საბჭოს ორი წევრი ჰალედ ალ ბალში და გამნალ აბდელ რახიმი ძებნილი პირების დამალვაში დამნაშავეებად ცნო. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, სამივე პირი ძებნილ ჟურნალსიტებს მალავდა, რომლებიც არაობიექტური ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით იძებნებოდნენ. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
ეგვიპტის ჟურნალისტთა კავშირის 75-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ხელმძღვანელი გაასამართლეს.
უფლებადამცველებმა და ადვოკატებმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები