კალიფორნიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი „სესნა 172“ ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. საფრენი აპარატი ქალაქ საკრამენტოს მახლობლად საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაღუპული მისი მგზავრია, ხოლო პილოტი – გადარჩა.
კატასტროფის მიზეზები უცნობია. მომხდარს შეერთებული შტატების საავიაციო სამსახური იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები