იემენის ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ საუდის არაბეთში სამხედრო მოსამსახურე მოკლა

იემენში, ამბოხებული ხუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარაკეტო ცეცხლის გახსნის შედეგად, საუდის არაბეთში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი აზირის პროვინციის მიმართულებით გაიხსნა.
სარაკეტო ცეცხლი სწორედ იმ დროს გაიხსნა, როდესაც არაბულმა კოალიციამ იემენში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის თაობაზე განაცხადა.
იემენში შეიარაღებული დაპირისპირება ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი სახლები დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები