ესპანეთის პოლიციამ ისლამისტ „ბოევიკებთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ მაროკოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ისლამისტ „ბოევიკებთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
დაკავებები მადრიდსა და ბარსელონაში განხორციელდა. ეს პირები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ახალგაზრდა პირების „დავერბოვკებაში“ არიან ეჭვმიტანილები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პარიზში 2015 წელს მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ტერორისტული საქმიანობისთვის 163 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები