თურქეთში მაღაროს ჩამონგრევის შემდეგ ექვსი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სპილენძის მაღაროს ჩამონგრევის შემდეგ, ექვსი პირი, მათ შორის მაღაროს მმართველი დააკავა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად 11 მაღაროელის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ამ დრომდე კვლავ მიწის ქვეშ რჩებიან.
ცნობისთვის, 2014 წელს თურქეთში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამრეწველო კატასტროფა მოხდა, სომის რეგიონში მაღაროში მომხდარი აფეთქების და ხანძრის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები