სტოლტენბერგი ტრამპს ნატოს მომავალზე ესაუბრა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მათ ნატოს მომავალი განიხილეს.
„აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენ ორივემ ხაზი გავუსვით ნატოსა და თავდაცვის ხარჯების ზრდის მნიშვნელობას”, – დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერში“.
რამდენიმე დღის წინ სტოლტენბერგმა ბრიტანულ “Observer”-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ტრამპს ღიად მიმართა:

„იზოლაციონიზმის კურსი მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ასევე აშშ-ისთვის.  ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ყველაზე სერიოზული გამოწვევებია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ახლა იმის დრო არ არის, რომ ვინმეს აშშ-სა და ევროპას შორის პარტნიორობის მნიშვნელობაში  ეჭვი შეეპაროს“, – წერს ნატოს გენერალური მდივანი.
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნატო მოძველებული სამხედრო ალიანსია, რომელმაც საკუთარი როლი დაკარგა და აშშ-მა ორჯერ უნდა იფიქროს, ვიდრე სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საწევრო გადასახადებს არ იხდიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები