კრემლის თვითმფრინავს ევროპის თავზე რამდენიმე ინციდენტი შეემთხვა – ვიდეო

თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის სამთავრობო დელეგაცია და ჟურნალისტები მოსკოვიდან პერუს დედაქალაქ ლიმაში მიფრინავდნენ, ევროპის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ინციდენტი შეემთხვა.
თავდაპირველად თვითმფრინავს შვეიცარიის ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდნენ და ავიალაინერს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიჰყვებოდნენ. მოგვიანებით კი, როდესაც „ილ – 96“ საწვავის შესავსებად ლისაბონში დაფრინდა, მას ძრავი გაუფუჭდა და აფრენა ვეღარ შეძლო.
როგორც ბორტზე მყოფი რუსი ჟურნალისტები წერენ, თვითმფრინავის შესაკეთებლად აუცილებელი დეტალები მოსკოვიდან უნდა ჩაიტანონ და ის პერუში, სავარაუდოდ, მხოლოდ 19 ნოემბერს, გვიან ღამით მოხვდება. „ვიღაცამ მაგრად გათვალა ჩვენი თვითმფრინავი“, – წერენ რუსი კორესპონდენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები