ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ზიკას” ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ზიკას” ვირუსის მიზეზით თებერვალში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსთან საბრძოლველად უფრო გრძელვადიანი პროგრამა შეიმუშავა.
“ზიკას” ვირუსი 65 ქვეყანაში იყო აღმოჩენილი. ის, ძირითადად, ორსული ქალებისთვის არის საშიში, ვინაიდან ნაყოფის ტვინს საფრთხეს უქმნის.
ამჟამად “ზიკას” ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები