დონალდ ტრამპმა მისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ საქმის შესაჩერებლად 25 მილიონი დოლარი გადაიხადა

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისივე სახელობის უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავების გადასაჭრელად 25 მილიონი დოლარის გადახდას დასთანხმდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ ნიუ-იორკის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
ტრამპის უნივერსიტეტის სამმა ყოფილმა სტუდენტმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ „უძრავი ქონების სფეროში საიდუმლოებების“ შესახებ კურსებში 35 ათასი დოლარი გადაახდევინეს.
ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნაიდერმანი ტრამპის უნივერსიტეტის საქმიანობას “თავიდან ბოლომდე თაღლითობას“ უწოდებდა. ახლა შნაიდერმანმა განაცხადა, რომ ის ტრამპის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები