ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4889 ლარი გახდება. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4861 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

 ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6420 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0253 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები