მალაიზიაში ათასობით მომიტინგე პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნაჯიბ რაზაკის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რაზაკი ფინანსურ სკანდალთან არის დაკავშირებული. მსვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გზები გადაკეტა, თუმცა, ამის მიუხედავად, აქტივისტებმა აქციის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ამჟამად პერუში აზია -წყნარი ოკეანის სამიტზე იმყოფება. ოპონენტები პრემიერს მალაიზიის სახელმწიფო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის დაკარგვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები