ხმელთაშუა ზღვაში წელს 4 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 4636 მიგრანტი დაიღუპა. ეს ათასი ადამიანით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ „ბი ბი სის“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცნობეს.

მხოლოდ მიმდინარე კვირას ხმელთაშუა ზღვაში 365 მიგრანტი დაიღუპა. ეს პირები, ევროპაში, ძირითადად, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ცდილობენ ჩასვლას, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აქვთ. გზა, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში თურქეთის ტერიტორიაზე გადიოდა, ბრიუსელსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ფაქტობრივად, ჩაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები