ირაკლი კობახიძე: პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის შექმნა უნდა გააგრძელოს

პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხალხის არჩევანის ხორცშესასხმელად ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„პარლამენტს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ ორგანოს, ქვეყნის წინსვლისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია. პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით, ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის უნდა გაღრმავდეს კავშირი ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აშშ-თან და სხვადასხვა დასავლელ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს“,-განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები