ირაკლი კობახიძე: არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო

ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად ტარება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძემ საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნდობის გასამართლებლად ყველაფერს გააკეთებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება, გამოგვიცხადა ნდობა და ამ ნდობით აღჭურვილი დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. გილოცავთ ხალხის ახლადარჩეული პარლამენტის თითოეულ წევრს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას. ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ამ ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად ტარება. საპარლამენტო უმრავლესობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისათვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა. არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები