რომელი დეპუტატები არ დაესწრნენ პარლამენტის პირველ სხდომას

ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 150 დეპუტატის ნაცვლად, 148 დეპუტატი ესწრება. როგორც „კვირას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ეთერ სვიანაიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომას მხოლოდ ორი დეპუტატი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ დაესწრნენ. 01
აღსანიშნავია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას უხუცესმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება. რევაზ არველაძემ ეს ციფრი პარლამენტის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააჟღერა.
„შეეშალა წამყვანს, დღევანდელ სხდომას არ ესწრება მხოლოდ 2 დეპუტატი. ჩვენ ხელმოწერები გვაქვს, რისი მიხედვითაც დგინდება, რომ დღევანდელ სხდომას 148 დეპუტატი ესწრება,“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ეთერ სვიანაიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრი სანდრა რულოვსი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.
„გია ჟორჟოლიანი შეუძლ15145278_1295283463827477_263217673_oოდ არის, ავად არის და დღეს სხდომაზე ვერ გამოცხადდა. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, იგი დღეს უნდა გამოცხადებულიყო პარლამენტში. პროცედურის მიხედვით, თავდაპირველად დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნონ და მერე უნდა შეუწყვიტონ დეპუტატის მანდატი. სანდრა რულოვსმა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს წერილობით უნდა მიმართოს, რომ უარს აცხადებს დეპუტატის მანდატზე და ამის შემდეგ მის ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მომდევნო ნომერი დაიკავებს“, – აღნიშნავს ეთერ სვიანაიძემ.
„კვირა“ გია ჟორჟოლიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისი მობილური მიუწვდომელია, ზარებს არც გია ჟორჟოლიანის სახლის ტელეფონზე უპასუხეს. 15135572_1295283420494148_660043421_n

რაც შეეხება, საპარლამენტო უმცირესობის წევრს სანდრა რულოვსს, მან დეპუტატის მანდატზე უარი ჯერ კიდევ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მას შემდეგ განაცხადა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები