დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია გაწერილი

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია რეალურად გაწერილი.
”ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად რაც აწუხებთ, არის ის, რომ ყოველთვიურად, დიდ შემთხვევაში თუ ლარი მერყეობს, მათ არ აქვთ რწმუნება, თუ რამდენი ექნებათ ბანკში გადასახდელი თანხა, ექნებათ მეტი თუ ნაკლები. ჩვენი ამოცანაა აღნიშნული დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის სესხებთან მიმართებაში მოვხსნათ და ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნული კომენტარი დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამის – ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო ”ტისუპეიპერის” გახსნისას გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები