მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუცია” ჩემი სცენარით განხორციელდა

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუცია” მისი სცენარით განხორციელდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2 “-ის ეთერში განაცხადა, უკრაინის ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებს რევოლუციის გეგმა პირადად მან ჩამოუწერა. „მე მივეცი რჩევები როგორ მომზადებულიყვნენ „ნარინჯისფერი რევოლუციისთვის“ ყველაფერი დავწერე და მაშინ პოროშენკო იყო ძირითადი კონტაქტ -პერსონა, იუშენკოც ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე დავუწერე და ჩამოვუწერე, ჩვენი გამოცემით როგორი უნდა გაეკეთებინათ მთელი რევოლუციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და ყიოველდღე ვურეკავდი პოროშენკოს და იულიას, ვაგზავნიდით აქ ხალხს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები