ენმ – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცე-სპიკერი კი – სერგი კაპანაძე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცე-სპიკერი კი – სერგი კაპანაძე.
„გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნა დავით ბაქრაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე – სერგი კაპანაძე და ასევე ძირითად ფრაქციას ვქმნით, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკა მელია,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
პარტიაში გრძელდება მსჯელობა ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით.
არსებულ ვითარებაში ენმ-ს სამი ფრაქციის შექმნის საშუალება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლებათ, ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ასევე ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები