დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მისიას მერსედეს ვერა მარტინესი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ფისკალურ მდგომარეობაზე, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და მთავრობის ხედვაზე საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებლის შესახებ. ასევე ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო პოლიტიკაზე საშუალოვადიან პერიოდში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას დაასრულებს.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და საშუალოვადიანი ფისკალური გეგმების შედგენის პროცესში სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები