გია ვოლსკი: რუსეთი ნატოსა და საქართველოსთან მნიშვნელოვნად დაპირისპირებული ქვეყანაა

“რუსეთი, რასაკვირველია, არ მიესალმება და პოზიტიურად არ შეაფასებს იმ აქტივობას, რასაც საერთაშორისო მშვიდობისთვის ნატოს აქტივობა ჰქვია”, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის დაწყებას ეხება.
როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, რუსეთი ნატოსა და საქართველოსთან მნიშვნელოვნად დაპირისპირებული ქვეყანაა.
„რუსეთი, რასაკვირველია, არ მიესალმება და პოზიტიურად არ შეაფასებს იმ აქტივობას, რასაც საერთაშორისო მშვიდობისთვის ნატოს აქტივობა ჰქვია. რუსეთისგან სხვა განცხადება გასაკვირი იქნებოდა. სამხედრო ძალებს შორის ბალანსზე მუდმივად არსებობდა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები ხან პოზიტიური იყო, ხან დაპირისპირებული. ამ ვითარებაში დაპირისპირება საკმაოდ ღრმა არის და რუსეთის განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები