ეკა ბესელია: პარტიას 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია

„ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია პარტიისთვის 35 ათასი ლარის გადარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეწირული თანხა დეკლარაციასთან სრულ შესაბამისობაშია.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს.
“მე ვფიქრობ, ყველა სხვა შემთხვევებშიც იქნება დაცული ყველა პროცედურა. თქვენ იცით, რომ დეკლარაციები არის საჯარო, მათ შორის ჩემი დეკლარაციაც. ვინც ნახავს ჩემს დეკლარაციას, ყველა მიხვდება, რომ აბსოლუტურ შესაბამისობაშია შესაწირი, რომელიც მე განვახორციელე. ეს საჯარო ინფორმაციაა. ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო შესაბამისობაში და რომ არ მქონოდა შესაბამისი თანხა დეკლარაციაში მითითებული, ვერც ეს შეწირულობა ვერ განხორციელდებოდა. ასეთ საკითხებს ძალიან ეთიკურად და კანონის დაცვით ვუყურებთ. ამ მხრივ, კითხვა არ არსებობს. 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები