ევროკავშირის საბჭო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს

ევროკავშირის საბჭო საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ განცხადება გაავრცელა. 14 ნოემბერს გამართულ საბჭოს სხდომაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა იყო განხილული. ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობას ანიჭებს.

„საბჭო მიესალმება საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას. საბჭო მხარს უჭერს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. კონფლიქტების გადაჭრა, ნდობის მოპოვება და კარგი მეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორებია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა თავისი პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

ამასთანავე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

„იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება”,- განაცხადა მოგერინიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, საქართველოში ამ მხრივ ძალზე პოზიტიური გარემოა შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები