გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში გმირობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

“საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში კიდევ ერთხელ გამოიჩინეს გმირობა, მადლობას უხდის”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უმაღლესი მთავარსარდალი ამაყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებით და დარწმუნებულია, რომ თავდადება, რომელსაც ქართველი სამხედროები იჩენენ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას შეიარაღებულ ძალებს თავდადებისათვის და საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები