მანანა კობახიძე პრემიერზე: შესაძლოა, გავანაწყენე და ბოდიშს ვუხდი

„ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბოდიშს უხდის.
როგორც კობახიძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით აღნიშნა, მას პირადად კვირიკაშვილი სთხოვდა, რომ აღნიშნულ თანამდებობას დასთანხმებოდა.
კობახიძე ვარაუდობს, რომ მისი გადაწყვეტილებით, შესაძლოა პრემიერი გაანაწყენა.
„მისი მხრიდან თხოვნაც იყო, რომ მე დავთანხმებულიყავი ამ პოზიციას. შეიძლება გავანაწყენე კიდევაც და ამისთვის ბოდიშსაც ვუხდი მას.
არც მინდოდა ამდენი ხანი გაგრძელებულიყო ეს პროცესი და საზოგადოებისთვის ამ პროცესს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს რაღაც კონსულტაციები და ვაჭრობა მიდის. ასე არ იყო. მე იმთავითვე ვთქვი, რომ მზად ვარ, როგორც ჩვეულებრივი რიგითი დეპუტატი, გავაგრძელო საქმიანობა პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები