რუსეთის საგარეო უწყება: ნატო – საქართველოს წვრთნები რეგიონის სტაბილურობას ემუქრება

„საქართველო – ნატოს ერთობლივი წვრთნები რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნები „ნატო-საქართველო-2016 დაიწყო“, რომელიც  10 დღეს გასტანს.
„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საქართველო-ნატოს მორიგ სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც წელს უკვე მესამედ ტარდება. მასში 13 ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსივობის მიზანმიმართული ზრდა, რაშიც ნატოს სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურები მონაწილეობენ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნატო არც მალავს, რომ თბილისთან პარტნიორობა განიხილება, როგორც „რუსეთის შეკავების პოლიტიკის“ ნაწილი. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამან რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესს შეიძლება ზიანი მიაყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები