მანანა კობახიძე: ძალიან უხერხულია ახლა სენტიმენტებზე და წყენაზე საუბარი

ძალიან უხერხულია ახლა სენტიმენტებზე და წყენაზე საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანის გაკეთების უფლება ყველა ადამიანს აქვს.
„ძალიან უხერხულია ახლა სენტიმენტებზე და წყენაზე საუბარი. განაწყენება და ასეთი ტიპის საკითხები საბავშვო ბაღში დავტოვეთ. ამიტომ, მგონი საქმეს უნდა მივხედოთ. ყველას აქვს უფლება საკუთარი არჩევანი გააკეთოს. კონკრეტულ შემთხვევაში მიანიჭოს უპირატესობა ან თანამდებობას ან გარკვეულად სხვა საკითხებს და პრინციპებს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პარლამენტში მე ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვფიქრობ, რომ არ მჭირდება კომიტეტის თავმჯდომარეობა“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძემ უარი პარლამენტში ადამიანის უფელებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე თქვა. აღნიშნულ პოსტს კი როგორც ცნობილია, სოფიო კილაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები