დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ლარის კურსი

„ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან შეიძლება გამყარდეს,“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ლარის კურსი.
„ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან შეიძლება გამყარდეს. მნიშვნელოვანია, თუ რაზე მოქმედებს ლარის მერყეობა. ორი რაღაც არის: ფასების საერთო ზრდა და განკარგვადი შემოსავალი, რომელიც რჩება ჩვენს მოსახლეობას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ვიტყვით, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ჩვენს მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი შეუნარჩუნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები