სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი. აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის ნებისმიერი გუნდის მიერ შერჩეული კანიდატი მისაღები იქნება.
„სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკვე ცნობილია და ამის შესახებ დღეს გაცხადდება. მე არანაირად არ მეწყინება, რასაც გუნდი გადაწყვეტს, მივესალმები,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა შოთა ხაბარელმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი სოფო კილაძის კანდიდატურის განხილვას მმართველ გუნდში ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები