„ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სოფო კილაძისა და გედევან ფოფხაძის კანდიდატურა განიხილება“

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კოსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნულ პოსტზე სოფო კილაძისა და გედევან ფოფხაძის კანდიდატურები განიხილება.
„პირველი სხდომა როცა გაიმართება, კონსულტაციების საბოლოო შედეგი იქ იქნება ცნობილი. ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს და მანანა კობახიძეს არ აქვს თანხმობა გამოხატული. მას აქვს ყველა რესურსი და მონაცემი, რომ იყოს კომიტეტის ხელმძღვანელი. საუბარია ასევე სოფო კილაძეზე და გედევან ფოფხაძეზე. კონსულტაციები დასრულების ეტაპზეა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები