საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 22% გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ოქტომბერში 9,95 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია, ნათქვამია “საქსტატის” წინასწარ ინფორმაციაში. უწყების მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,701 მლრდ აშშ დოლარი იყო, იმპორტი – 8,249 მლრდ აშშ დოლარი.
ათი თვის განმავლობაში, ექსპორტი 7%-ით არის შემცირებული, იმპორტი კი, გაზრდილია 31%-ით.
“საქსტატში” აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5,851 მლრდ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები