პრემიერი: მომავალი თვეების განმავლობაში, ლარი უნდა გამყარდეს

მომავალი თვეების განმავლობაში, ლარი უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა ლარის გაუფასურების მიზეზად იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება დაასახელა.
“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა არის განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან არის გაზრდილი, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად, რაც შეეხება ექსპორტს, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის ის რაც ხდება, უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება, მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები