პატრიარქი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა.
”თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი, უფლის განგებით, დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ”, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები