არჩილ თალაკვაძე: ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას, ვიდრე მოხდება პროექტის განხილვა პარლამენტში

„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის ინიცირებას “, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად , გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი მონაწილეობდა.
„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის ინიცირებას, შემდგომი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განხილვას და განხორციელებას. ბიუჯეტის პროექტის განხილვის შედეგებთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაკეთდება კომენტარები. ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ მუშაობას, ვიდრე მოხდება პროექტის განხილვა პარლამენტში“, -აღნიშნა თალაკვაძემ.
რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს პარლამენტსა და მთავრობაში, თალაკვაძის ინფორმაციით, ამაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა. როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, ვინ დაიკავებს სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები