დავით სერგეენკო: დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს

“სამთავრობო ცვლილებებზე  კონსულტაციები იყო, მაგრამ დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კითხვას, იქნება თუ არა ის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში.
მისი განცხადებით, თანამდებობების გადანაწილებაზე, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა  თავად ამ პროცესში ჩართული არ არის.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე კანდიდატების შერჩევაზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები