სოფელ ლუხაში, ხრამიდან გარდაცვლილი ბიზნესმენის მანქანა ამოიყვანეს

მესტიის სოფელ ლუხაში ხრამში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს. ავტომობილი სავარაუდოდ, გერმანელ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომლის ცხედარიც გუშინ მანქანაში იპოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარი სერგეი სმისლოვს ეკუთვნის, გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება იდენტიფიცირება.
ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ სმისლოვი რამდენიმე თვეა გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, გერმანიის მოქალაქე კამერებმა ბოლოს დაბა ჯვრის ცენტრში დააფიქსირეს.
სერგეი სმისლოვი კომპანია „ეპტისას“ წარმომადგენელი იყო, აღნიშნული კომპანია მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფს. მას კონტრაქტი 15 ივლისს ეწურებოდა, 12 ივლისს კი სმისლოვი გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები