საქართველო ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა – ვიდეო

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქის გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი.
აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს. ვიდეოკოლაჟში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესის კუთხით, საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.
ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ახალი ზელანდია; 2. კანადა; 3. ჰონგ-კონგი; 4. მაკედონია; 5. აზერბაიჯანი; 6. სინგაპური; 7. ავსტრალია; 8. საქართველო; 9. სომხეთი; 10. ირლანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები