თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ისთვის საქართველო ყოველთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში

“ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, საქართველო დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინარულიც, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად, რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები