ზვიად ძიძიგური: მე არანაირი ინფორმაცია გუნდის შიგნით განაწყენებაზე არ მაქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტების გადანაწილების საკითხს ეხმაურება. ძიძიგური შიდა განაწყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
“არანაირი ინფორმაცია მე განაწყენებაზე არ მაქვს. კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხის ყველა განხილვა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ყველაფერი მოხდა კონსტრუქციულად, ორი კომიტეტის საკითხი ისევ კონსულტაციის პროცესშია. ახალი სახეები, ჩვენი გადაწყვეტილებით, მეტ ბერკეტს მიიღებენ პარლამენტში და ეს გადაწყვეტილებაც მოულოდნელი არც ერთი ჩვენგანისთვის არ იყო”, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგური მაჟორიტარული სისტემის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წინასწარ რაიმეს გადაწყვეტით თქმა ამ ეტაპზე არასერიოზულია. ძიძიგური მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი საერთო შეჯერების შემდეგ გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები