მიხეილ დუნდუა: ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია რამდენიმე მსხვილმა ტრანზაქციამ

იყო ვარაუდი, რომ არჩევნების შემდეგ ლართან მიმართებაში უარყოფითი მოლოდინები გამართლდებოდა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა და იმ მიზეზებზე ისაუბრობა, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია.
“დღეის მდგომარეობით ლარმა უკვე დაიწყო დასტაბილურება. დევალვაციის მიზეზი იყო მოკლევადიანი ვალების გასტუმრების დაჩქარება.
მოხდა დოლარის დარეზერვება. ლარზე ასევე იმოქმედა საარჩევნო პერიოდმა.სხვა მხრივ სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წლისთვის, ეკონომიკა დოლარში 9% პროცენტით გაიზრდება, რაც ასევე პოზიტიური პროგნოზია ლარის გამყარებისთვისაც.“-განაცხადა ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეკონომისტი საგარეო ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას.
“საგულისხმოა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თურქეთში გამყარება დაიწყო დოლარმა, რაც გამოიწვია ცნობილმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ჩვენს ვალუტაზე რასაკვირველია მოქმედებს მსგავსი ფაქტორები.“-განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები