ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნინო ამირეჯიბის წიგნის – „ედელვაისი“ პრეზენტაცია გაიმართება

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დღეს ახალგაზდა მწერლის ნინო ამირეჯიბის წიგნის – „ედელვაისი“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი დევნილ და უდედმამო ბავშვთა სახლში მყოფ აღსაზრდელებს ეძღვნება.
პრეზენტაციის პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, სადაც ნინო ამირეჯიბის საავტორო წიგნი გაიყიდება და შემოსული თანხა სამადაშვილების ექვსსულიან ოჯახს გადაეცემა.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში, ასევე, 12 წლის ფოტომოყვარულის სოფია ზუკიშვილის ფოტონამუშევრები გამოიფინება.
ღონისძიებას ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები დაესწრებიან.
საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები