ზვარელების მხარდამჭერ აქციაზე ვითარება დაიძაბა (ვიდეო)

თბილისში თამარ მეფის გამზირზე, ზვარელი მუშების მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მუშებს და აცხადებენ, რომ საქართველოში დასაქმებულთა უფლებები ირღვევა. აქციის მონაწილეთა ნაწილი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა.
ამ დროისთვის “საქართველოს რკინიგზასთან“ აქცია დასრულებულია და სიტუაცია განმუხტულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები